ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს

გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი „იარაღით ხელშია გარდაცვლილი“.

„ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, – წერს მელია.

მელია სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს – ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს