ნიკა მელიას განმარტებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პარტიის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება

ნიკა მელიას განმარტებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პარტიის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„მესმის ინტერესი, რომ სწრაფად გავაკეთო ეს განცხადება მეც და ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩვენ შევიკრიბეთ 7 ოქტომბერს „ბილტმორში“, იგივე ტიპის შეხვედრა გვექნება კვირას იმერეთში, ქუთაისში, ამის შემდეგ 5 ნოემბერს გვექნება შეკრება სამეგრელოში, ზუგდიდში და ეს შეკრებები გაგრძელდება. ამ ყველაფრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელია ამბობს, რომ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც შიდაპარტიული ბრძოლებია დაწყებული.

„ხელშესახებად ჩანს, რომ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც უკვე შიდა პოლიტიკური, პარტიული ბრძოლებია დაწყებული, გაუგებარი. როგორც ჩანს, ეს არის სენი იმ ადამიანების, რომლებსაც ბრძოლის არქაული პოლიტიკური მეთოდები აქვთ. დილით იღვიძებენ, ფიქრობენ, რა ავნონ საკუთარ თანაგუნდელს და არა რა დარტყმა მიაყენონ ბიძინა ივანიშვილს“, – აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელია ასევე ამბობს, რომ გიგი უგულავას რამდენჯერმე შეხვდა, აგრეთვე, კომუნიკაცია აქვს კობა ნაყოფიასთან, თუმცა არანაირი ტიპის შეთავაზება არ ყოფილა და ვერც იარსებებს. ნიკა მელიამ ისაუბრა გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებითაც და აღნიშნა: „რომ გამოდის ბარამიძე და საუბრობს პატიმარ ადამიანზე – მიშა, მიშა, ადექი და იბრძოლე იმ მიშასთვის, გია რომ ხარ ბარამიძე, კიდევ ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილით გინდა ფონს გახვიდე? ვერ მოხდება, რადგან სხვა ხალხია, სხვა დროა, სხვა ინტერესია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ვეღარ ეუფროსები, მათნაირი უნდა გახდე. მაპატიე, რომ არ მჯერა, რომ ამ ადამიანებთან ერთად ჩემს შვილს მოუწევს უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრება“.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ხაბეიშვილმა და სხვებმა, ერთხელ, ღამის 12:00 საათზე ჩაატარეს ბრიფინგი, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, არიქა, სააკაშვილი კვდებაო, რას აკეთებენ დღეს?
შემდეგი სტატიაისრაელის ელჩი – ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე