ნიკა მელიას განცხადებით არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს

არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა ქვეყანა დატოვოს-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ნაციონალურ მოძრაობაში საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვეს.

“რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას ივანიშვილს არაფორმალური მმართველობა და უთხრა, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ყველა დარგი უკან გაწია და წინსვლა ვერ განახორციელა, მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის მიერ ქვეყნის დატოვება არის ძალიან ცუდი,”-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში მათ ქვეყანა არ უნდა დატოვონ.

„გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ საქართველო არ დატოვონ, ისინი უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ნორმალურ განვითარებას. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსესუსი, მიუხედავად ამ წლების განმავლობაში ივანიშვილისა და მისი გუნდის ჩვენი აზრით ჩადენილი არაერთი დანაშაულისა, არჩენებში მათი გარდაუვალი მარცხისა, არ უნდა განხორციელდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა. ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხესა და დევნილობაში,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება
შემდეგი სტატია“აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს”-არასამთავრობოების განცხადება