ნიკა მელიას ადვოკატი – არ ვფიქრობ, რომ ეს არის რამდენიმესაათიანი გადადება

“იმდენად ღრმა კრიზისია ახლა ხელისუფლებაში, ძნელია პროგნოზის გაკეთება”, – ეს განცხადება ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ენმ-ის ლიდერის დაპატიმრების ღონისძიების გადადების შესახებ შსს განცხადების შემდეგ გააკეთა.

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის რამდენიმესაათიანი გადადება, რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლება ღრმა კრიზისშია. თანაც, პრემიერმინისტრმა უბრალოდ კი არ გააკეთა განცხადება, რომ წავიდა და მორჩა, მან განმარტა ის მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა და განაცხადა, რომ ის ძალადობის წინააღმდეგი იყო”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც ენმ-ის ოფისში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – სიძულვილით გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას დააზიანებს