ნიკა მელიას ადვოკატები – ნიკა მელია პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

დღეს ადვოკატები კიდევ ერთხელ მოინახულებენ უკანონო ტყვეობაში მყოფ ოპოზციურ ლიდერს. პარალელურად კი დაცვის მხარე მოსამართლე ნინო ჩხნაშვილის განჩინებას სააპელაციო ინსტანციაში ასაჩივრებს. ამჯერად ნიკა მელიას საჩივარი მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, 72 საათის განმავლობაში უნდა განიხლოს. ეს მოსამართლე წარსულშიც განიხილავდა ხმაურიან პოლიტიკურ საქმეებს, მათ შორის გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას საქმეებს.

“დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან სამართლებრივი ჩარჩოები შეთავაზებულია, სამართლებრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნიკა მელია პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – ღარიბაშვილის ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება, „ნიანგის ცრემლებს“ ემსგავსება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – ნდობას ადამიანების დაჭერით არ ქმნიან