ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვდა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აცხადებსა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება საერთოდ უნდა გაუქმებულიყო.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: პანდემიის მიუხედავად ცესკომ შეძლო სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე : გულწრფელი იმედი მაქვს, მიხვდებიან, რომ არ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადო