ნიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თამარ ჟვანიას მიმართა

ნიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თამარ ჟვანიას მიმართა.

თამარ ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები, ბედავს და ამბობს, არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო. მას კი არ გადავაყენებთ, მას გავაძევებთ და გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი. ეს ასე იქნება, ასე იყო. გონს მოეგოს ჟვანია. არასოდეს არ მისურვია არავისთვის თავისუფლების შეზღუდვა, ყველა მენანება ციხისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა წლების განმავლობაში ამ რეჟიმის დევნის სუბიექტი ვარ, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესად ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი, რაც არ უნდა ეპატიოს. თუნდაც, ერთი და სამი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში, რათა ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედოს ხმას რომ მისცემთ, იმის ნაგვის ურნაში გადაგდება. ეს არავინ არასოდეს არ უნდა გაბედოს და ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ. პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება“, – აცხადებ მელია.

მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება თავისუფალი არჩევნები.

რეჟიმს ორი არჩევანი აქვს – ძალიან მტკივნეულად დაენარცხება ძირს ან მშვიდობიანად ჩაბარდება. მეტი სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ნურავის დაარწმუნებენ იმაში, რომ ამ პროცესიდან გამარჯვების გარეშე თუ გამოვალთ, ამ ქვეყანაში როდესმე არჩევნები ჩატარდება. ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება ბევრჯერ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აღარ იჯდება იქ, სხვაგან ჯდება. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა აღარ მუშაობს, არ დაგვაკომპლექსონ“, – აცხადებს მელია.

თამარ ჟვანიამ გუშინ ცესკო-ში გამართულ შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც მას გადაყენებას დაპირდნენ, უპასუხა:

“თქვენი გადაყენებული არ გაიშვას!”.

ცესკო-მ გუშინდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა
შემდეგი სტატიანიკა მელია – ბრძოლის დასაწყისი არავის ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო