ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
\პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს – შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდების მხარემ ცოტა ხნის წინ დააყენა.
მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000 -ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა პოლიტიკოსმა ის არ გადაიხადა, რის გამოც ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ფორმის გამოყენება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.