ნიკა მელია:ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოწამლა წინასაარჩევნო გარემო

ნიკა მელიაპოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რაც დღეს შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია. ეს გადაწყვეტილება მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პარლამენტის გარეთ. არ ვაპირებთ, რომ მთელი ჩვენი ძალების კონცენტრაცია პარლამენტის შენობაში მოვახდინოთ. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოწამლა წინასაარჩევნო გარემო და უხეში დარღვევების, დაშინებებისა და შანტაჟის ფონზე წარიმართა ეს არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში ბრძოლის ყველა მეთოდი გამოვიყენოთ. აქედან ერთ-ერთია პარლამენტი და რა თქმა უნდა, არა ერთადერთი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პარლამენტში შესვლა ჩაყრის მყარ საფუძველს უახლოეს პერიოდში გამარჯვების მოსაპოვებლად-აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშირუსთავი2 პროდასავლურ პარტიებს უფრო მეტ საეთერო დროს გამოუყოფს
შემდეგი სტატიამე ხმას ნარჩემაშვილის წინააღმდეგ მივცემდი – დავით ბერძენიშვილი