ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.

მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

შეგახსენებთ, გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. მოგვიანებით კი, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ სმაი პირი, პარტიის წევრები: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა, ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. 24 სექტემბერს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეები ცდილობდნენ ენგურის ხიდით აფხაზეთში შესვლას
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება