ნიკა მელია: ვინმეს რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუფარდებდნენ თუ არა იმ პირს პატიმრობას?

“ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი, მით უფრო მაშინ, როდესაც იმ პირსაც შვილები ახლავს, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ და თავად შეურაცხმყოფელსაც.

უბრალოდ აქაც, ქართული ოცნების ხელში ორმაგი სტანდარტი აღორძინდა.

დეპუტატ ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვინმე ვახტანგ რობაქიძე დააპატიმრეს, გაჩნდა ერთი მარტივი კითხვა – ვინმეს რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუფარდებდნენ თუ არა იმ პირს პატიმრობას?

პასუხი კითხვაზე უფრო მარტივია – ცხადია არა. ნაცვლად ამისა, მოჰყვებოდნენ იმის მტკიცებას რომ ხალხი გამწარებულია და სხვას რას ელოდნენ, რომ იქნებ შეაგინა და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს იზამდნენ რომ მოძალადისთვის შარავანდედი დაედგათ პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად.

ასეა, ხელისუფალისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე (ახალქალაქი, კორცხელი და ბევრი სხვა) – შარავანდედი”-წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს ვგმობ
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: თუ რუსეთი განახორციელებს მის გეგმას, აფხაზები დაიღუპებიან