ნიკა მელია : “მე ვეცდები დილამდე “ქართული ოცნების” ღამის კოშმარი ვიყო”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, უბნების დათვლის პირდაპირი ტრანსალაციით დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობა უბნების უმრავლესობაში ლიდერობს. ნიკა მელიას განცხადებით, ის “იმედისა” და “ჯიდიესის” მიერ გადმოცემული ეგზიტპოლების საპირისპიროდ მოსახლეობას რეალურ მონაცემებს მთელი ღამის განმავლობაში გააცნობს. “მე ვეცდები დილამდე „ქართული ოცნების“ ღამის კოშმარი ვიყო”- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო პროცესი შეაჯამა
შემდეგი სტატიამთაწმინდის # 24 უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებენ