ნიკა მელია – ვადა ამოიწურა, უკანონო გირაოს არ გადავიხდი

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.

ვადა ამოიწურა მე უკანონო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მელიამ.

ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე 2019 წლის 20 ივნისი და ის მძიმე მოვლენები გაიხსენა, რაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმას მოჰყვა.

მელიას თქმით, მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ ყურადღების გადატანის მიზნით, “შექმნა ილუზიურული საქმე” და დაიწყო ადამიანების დევნა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების.

პროკურატურამ კი ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას მოითხოვს. შოთაძის უწყებამ პარლამენტს ერთი საათის წინ მიმართა.

საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდ მიიღოს და ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება უკვე მეორედ უნდა მოუხსნას.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობას ტოვებს
შემდეგი სტატიამელია – არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, იმდენად ძლიერი ვარ ჩემი სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ მკერდით გავაჩერებ