ნიკა მელია: უკან დახევა არ იქნება

უკან დახევა არ იქნება – ამბობს ნიკა მელია, რომელმაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილს მოსახლეობას მიმართა. მელია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალ არჩევნებს ითხოვს – ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ამ პარლამენტში არ მოხდება – ამბობს მელია.

მან განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” სახელით გააკეთა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ერთიანობისკენ მოუწოდა:

დღიდან პოლიტიკაში ჩართვისა, არც ერთი წუთი დედაჩემი არ ესალმებოდა ჩემს პოლიტიკაში ჩართვას. ეს გრძელდებოდა უკანასკნელ დღეებამდე. დღეს დილით, მესიჯი მივიღე დედაჩემისგან, ქალი რომელიც 6 წელი მებრძოდა არ ვყოფილყავი პოლიტიკაში – 1 მესიჯი – ბრძოლა ბოლომდე! ამით ყველაფერი ნათქვამია. შეუძლებელია ამაყი, ვაჟკაცი, პატრიოტი ხალხი დაჩაგრო…ომი გაგვიმართა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით, სანამ არ გავიმაჯრვებთ. აქ დახევა აღარ შეიძლება, ღალატის ტოლფასია, ამ ღალატს არ ჩავიდენთ.

უამრავი თაობები მდგარა ამ მოედანზე და ყველას გაუმარჯვია და ჩვენც გავიმარჯვებთ – ამბობს მელია, რომელმაც დღესვე აქციაზე, თქვა, რომ აღარ აპირებს ატაროს ის სამაჯური, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ატარებს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა
შემდეგი სტატიადღეიდან ერთი კვირის თავზე ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას – გიგი უგულავა