ნიკა მელია: თუ მთავრობას საცობები აწუხებს, დაასრულოს შემოვლითი რკინიგზა, მიწისქვეშა პარკინგები

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

„არასერიოზული ტყუილი,“-ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ხელისუფლების არგუმენტებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. მელია დღეს იმ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც როგორც ქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს, დეპუტატმა მეჭიაურმა გაარტყა.

„მთავრობა ამბობს თუ ამ კანონს მივიღებთ დედაქალაქში არ იქნება საცობები, ეს არის არასერიოზული ტყუილი. თუ ამ მთავრობას მართლა საცობები აწუხებს ამ ქალაქში ისეთი პროექტები უნდა დაასრულოს, როგორიც არის შემოვლითი რკინიგზა, ხიდი ვეფხი და მოყმესთან, რომელიც გააჩერეს, მიწისქვეშა პარკინგები, მიწისზედა პარკინგები და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია საცობები,“-აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტი გახსნა
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ავაზაკები ემუქრებიან ახალგაზრდებს