ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ხვდებიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხვდებიან.

შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში იმართება, ცოტა ხნის წინ მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

შეხვედრის დაწყებამდე ნიკა მელიას მედიასთან კომენტარი არ გუკეთებია. თუმცა, შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან პარტიის წევრმა ნონა მამულაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ერიკა ოლსონთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და წევრები თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხვედრამდე ერიკა ოლსონი სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ უკვე სიკვდილის ზღვარია, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს
შემდეგი სტატიაქუთაისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა