ნიკა მელია – თბილისში მეორე ტური გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, დედაქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო.

ნიკა მელიას თქმით, მმართველ გუნდს მანიპულაციის გზა არ უნდა მიეცეს.

„ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო დედაქალაქი. პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი, თბილისი წააგო და საკრებულო იქნება უკვე, შეგვიძლია, ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული.

უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომლპექტებელი. დაინახეთ და ვიხილეთ შედეგები, მერის არჩევნების ნაწილში. აქ გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში. ახლა მთავარი არის ერთადერთი რამ. მომდევნო ორი საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ. თითოეული ხმა იქნეს უზრუნველყოფილი, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა მანიპულაციებისა „ქართულ ოცნებას“, ყველგან, არა მხოლოდ თბილისში. არ ვიცით შედეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით დამკვირვებელი, წარმომადგენელი და კომისიის წევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის და მათ სჭირდებათ გამხნევება, მათ სჭირდებათ ახლა გვ

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ვულოცავთ ქართველ ერს ღირსეულ გამარჯვებას, დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა
შემდეგი სტატიაEdison Research-ის ეგზიტპოლი: ოცნება – 46%; ენმ – 33%; გახარიას პარტია – 6%