ნიკა მელია: თბილისი დამაჯერებლად იმარჯვებს

“თბილისი იქნება ოპოზიციური, ამ წუთის მდგომარეობით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებში ასე არაა, ყველა ქალაქიდან პარალელურად ინფორმაციები შემოგვდის”, -ამისა შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში არჩევნებს იგებს.

“ამ წუთის მდგომარეობით ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, მონაცემები შემოდის სხვადასხვა წყაროებიდან და მუშავდება. რაც დანამდვილებით ვიცი ამ წუთის მდგოამრეობით, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი გელაპარაკებით, თბილისში დანამდვილებით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეჭვია არ მეპარება და, კი ბატონო, 3-4 საათში მონაცემებიც [იქნება].

თბილისს ისინი პირველ ტურში აგებენ, ოპოზიციურ პარტიებთან ჯამურად, საკრებულოს აგებენ. თბილისი იქნება ოპოზიციური, ამ წუთის მდგომარეობით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებში ასე არაა, ყველა ქალაქიდან პარალელურად ინფორმაციები შემოგვდის. მაგრამ თბილისი, რაც ვიცი, არის უკვე გამარჯვებული ხალხის მიერ, ეს სხვაობა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. როგორც რეფერენდუმში თბილისი დამაჯერებლად იმარჯვებს, ასევე, თბილისის მერის არჩევნებშიც, არ მინდა საკუთარ თავზე საუბარი, ბატონი კალაძე მარცხდება. დასჭირდება მეორე ტური თუ არა, ამ ყველაფერში დავრწმუნდებით.”- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია
შემდეგი სტატიასაინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით, მოცემული დროისთვის წარდგენილი საჩივრები, რეაგირება მიმდინარე საარჩევნო თემებზე