ნიკა მელია: სხვა სახით ბრძოლაც არის საჭირო და მის გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა

მელია ციხიდან გამოვიდა

“დღეს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი ამა თუ იმ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების შეტანა-ვერ შეტანას იმიტომ, რომ სხვა სახით ბრძოლაც არის საჭირო და მის გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„ხალხო, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსი დაიხვეწოს, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულებაში ვითარება გამოსწორდეს, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებით გაწერილი სხვადასხვა პუნქტი აღსრულდეს, მაგრამ ეს ყველაფერი რომც ყოფილიყო უკვე სისრულეში მოყვანილი 2020 წლის 31 ოქტომბრისთვის, როგორც გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი გეუბნებით, რომ იმ კრიმინალებს, რომლებიც შესისხლხორცებულნი იყვნენ ხელისუფლებასთან, პოლიციასთან ხელს არაფერი არ შეუშლიდათ, რომ ჩაედინათ ის დანაშაული, რომელსაც იდენდნენ.საარჩევნო უბნების მიღმა, რომ დათარეშობდნენ კრიმინალები, ისინი ხომ კვლავ გააგრძელებენ?! – ამიტომ პანაცეა კარგი საარჩევნო კოდექსი ამ ეტაპზე არ არის, კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. შემდეგ როდესაც უკვე დემოკრატიის ხარისხი გაიზრდება და სტანდარტი იქნება მაღალი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იქნება, როცა პროპორციული არჩვენები ჩატარდება, მაგრამ უთანასწორო ბრძოლა არის – ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი დღეს ამა თუ იმ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების შეტანა-ვერ შეტანას იმიტომ, რომ სხვა სახით ბრძოლაც არის საჭირო და მის გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა და როდესაც რეჟიმს მოვიშორებთ, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც შევა კანონში რეალურად ამუშავდება და სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას. შავზე თეთრს როდესაც იძახის მურუსიძის სასამართლო, როდესაც ქალბატონი ჟვანია რასაც უნდა იმაზე საუბრობს, არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ საარჩევნო უბნებზე შიგნით, არჩევნები ყალბდება მანამდე იარაღით რომ დათარეშობენ და ტავში რომ ურტყავენ და ამის შემხედვარე პოლიცია არაფერს არ აკეთებს. კანონი რომც იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, როგორიც მე მინდა, სანამ ეს კრიმინალები, სანამ ეს არაფორმალური მმართველები აღჭურვილნი არიან არაფორმალური ძალაუფლებით – საკანონმდებლო დონე არც კი აინტერესებთ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, ამიტომ ჩვენ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ამ ვითარებას – ერთის მხრივ ვიმუშაოთ იმაზე, რაზეც ოპოზიცია მუშაობს და მეორეს მხრივ რწმენა საზოგადოებაში იმისა, რომ მათ ხელში არის საკუთარი ბედის განსაზღვრა დავაბრუნოთ“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიციის დეპუტატები – პარლამენტში, სასამართლო ხელისუფლება – ალყაში
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ახლა ხომ ჰგონია სასამართლო კლანს, რომ გაიმარჯვა? – სინამდვილეში დამარცხდა!