ნიკა მელია : შსს იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების კამპანიას ახორციელებს

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, პრეზიდენტის შვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც იარაღისა და ნარკოტიკის მოსალოდნელ ჩადებას უკავშირდება, შემაშფოთებელია.

“შსს იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების კამპანიას ახორციელებს. ამის არაერთი დამამტკიცებელი ფაქტი, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერი ვნახეთ. გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა ბიჭს ნოდარ ნიშნიანიძეს საკუთარ სახლში ჩაუდეს იარაღი, დედისა და მეუღლის თვალწინ და სპეცრაზმი კარებს უმტვრევდა. ასევე გვახსოვს ძმები ფეიქრიშვილები, რომლებსაც იარაღი ჩაუდეს. დღეს, როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები საუბრობენ იარაღის და ნარკოტიკის მოსალოდნელ ჩადებაზე, მაშინ როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრის მეგობარი დაკავებულია დანაშაულებრივად, ბუნებრივია, ეს საგანგაშოა და ყველა, განურჩევლად კუთვნილებისა, რომელი პარტიის დეპუტატიც არ უნდა იყოს , უნდა იღებდეს ხმას. რატომ ვართ ამ პარლამენტში, რას აკეთებს ,.,ქართული ოცნების“ დეპუტაცია თუ ამ საკითხზე ხმას არ ამოიღებს. როდესაც პრეზიდენტის ოჯახი გამოდის და კონკრეტული ფაქტებით საუბრობს, მე ვფიქრობ, ეს საგანგაშოა. მე გამოძიების იმედი არ მაქვს. ქართული საზოგადოების მჯერა და მათი აზრის კონსოლიდაცია თუ შეაჩერებს ივანიშვილის დანაშაულებრივ პოლიციას, რომელმაც წამოიწყო კამპანია ნარკოტიკის და იარაღის ჩადების“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას
შემდეგი სტატიაზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება