„შეუძლებელია, ზუთხის, ხიზილალის, ხაჭაპურის ჭამა გსიამოვნებდეს შვილებნაწამები მშობლების გვერდით“ – ნიკა მელია „ბაბილოში“ მოქეიფე მოსამართლეებზე
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ამ წუთებში რესტორან “ბაბილოსთან” აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ პროტესტი დისკომფორტს თავად მოსამართლეებსაც უქმნით, თუმცა სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ. მისივე თქმით, მოსამართლეები ახლა ივანიშვილის ხელში “მათრახები” არიან, თუმცა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პროტესტი არ განელდეს და “ოცნება” საბოლოოდ დანებდეს.
„შეუძლებელია, ზუთხის, ხიზილალის, ხაჭაპურის ჭამა გსიამოვნებდეს შვილებნაწამები მშობლების გვერდით და ობსტრუქციის პირობებში, მაგრამ ასე მოითხოვს ამ წუთას მათი კორპორატიული წესი – როცა ყველაზე მეტად უჭირთ, თითქოს ისეთი სახე უნდა მიიღონ, რომ ვითომ არაფერი ანაღლვებთ. სანამ „ოცნება“ არ დანებდება, ყველგან უნდა ვიყოთ. ეს ადამიანები მხოლოდ ჯალათები კი არა, ივანიშვილის ხელში მათრახებიც”, – ამბობს ნიკა მელია.