ნიკა მელია – საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მეგაფონით რომ მოდის მარში რუსთაველზე, დღეს პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა, მომავალში პოლიტიკურ პარტიად ვიხილავთ

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მეგაფონით რომ მოდის მარში რუსთაველზე, დღეს პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა, მომავალში პოლიტიკურ პარტიად ვიხილავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„იმედია, ეს წამოწყება იქნება სტაბილური და არა სპონტანური, მომზადებული იმ სიმძიმეებისთვის, რაც ავტოკრატიის პირობებში თან ახლავს პოლიტიკურ პროცესს.

იმედი მაქვს, მათი ყოფნა ქართულ პოლიტიკაში იქნება ეფექტიანი და ხანგრძლივი, შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული. წარმატებები!“ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიუცხოური მედიის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში ჩინელი და ბრაზილიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება