27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ნიკა მელია: სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა… მასთან ერთობაში ყოფნას ნურავინ მთხოვს

ნიკა მელია კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილთან ან მის მომხრეებთან რაიმე სახის პოლიტიკურ ალიანსში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იდგება ამა თუ იმ პლატფორმაზე.

მელია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მხრიდან გავრცელებული ბრალდება, თითქოს მან სააკაშვილის გათავისუფლების აქცია განზრახ დაშალა, მორიგი ცილისწამებაა, რასაც ის უპასუხოდ აღარ დატოვებს.

„ვინც ზურგიდან დანის ჩარტყმაში გამოცდილი მყავს, იმ კაცთან ნურავინ მთხოვს ერთობაში ყოფნას, რამდენადაც ჩემთვის პატივცემული ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამა თუ იმ პლატფორმაზე, გნებავთ დღეს და გნებავთ ხვალ. სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი“, — ნათქვამია ნიკა მელიას წერილში.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილი საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო”-ნიკა მელია 2021 წლის მოვლენებზე
შემდეგი სტატიაორბანი – გაასაჯაროოს მადიარმა, რა მიჰყიდა ბრიუსელს, უფასო ყველი მხოლოდ თაგვების ხაფანგშია