ნიკა მელია – როცა ამბობ, ლეგიტიმაციას არ შევძენ პარლამენტს, მაგრამ ინდივიდუალურ განცხადებას არ წერ, ესეიგი, რაღაც სხვა სცენარისთვისაც ემზადები

როდესაც ვსაუბრობთ, რომ სიები წინასწარ ჩაიხსნას, მანდატებზე წინასწარ ვთქვათ უარი, მნიშვნელოვანია ასევე პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რადგან რეპუტაცია შერყეულია ოპოზიცია ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას შეფასებით, არჩეული დეპუტატების მხრიდან მნიშვნელოვანია მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ინდივიდუალური განცხადებების დაწერა, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ სამომავლოდ ისინი რაღაც სხვა სცენარისთვის ემზადებიან.

„მთავარი ხედვა, გეგმა, სტრატეგია არის შემდეგი – სამართლიანად ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა. სხვადასხვა გზით, იქნება საერთაშორისო აქტიურობის დონეზე, სამართლებრივი თუ ქუჩის ძალიან მნიშვნელოვანი არენით აქტიურობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც მეტი და მეტი ადამიანი საკუთარ პოზიციას მკვეთრად დააფიქსირებს ქუჩაში, მით უფრო დაახლოვდება ის თარიღი, პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ დიახაც ქართველი ხალხის წინაშე კაპიტულაციას გამოაცხადებს, რადგან ის არ არის მართალი. მან მოპარა ამ ქვეყანას ყველაზე ძვირფასი, რისთვისაც თაობებს უბრძოლია.

ამიტომ ამ გეგმას, ხედვას თუ სტრატეგიას გადახედვა არ უწერია. კონკრეტულად რა კალენდარულ დღეს რა მოხდება, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვიხილავთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არის მნიშვნელოვანი თარიღები წინ, როგორიცაა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოცემა, ე.წ. პარლამენტის შეკრების თარიღი. საქართველოს პარლამენტად ეს პარლამენტი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შედგება. ამიტომ ჩვენ დიახაც, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სიები წინასწარ ჩაიხსნას, მანდატებზე წინასწარ ვთქვათ უარი, მნიშვნელოვანია, ასევე პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რადგან რეპუტაციაშერყეულია ოპოზიცია ამ თვალსაზრისით.

არავისკენ ხელებს არ ვიშვერთ, მაგრამ რაც უფრო სწრაფად დარწმუნდება ყველა, რომ ყველა ამბობს უარს ამ პარლამენტში მონაწილეობაზე, არა კონკრეტულად პირველი სასესიო სხდომის ფარგლებში, არამედ მთლიანად, როდესაც შენ ამას ასე არ აკეთებ და ამბობ, რომ ლეგიტიმაციას არ შევძენ პარლამენტს, მაგრამ მაგალითად, ინდივიდუალურ განცხადებას არ წერ, როგორც უკვე არჩეული დეპუტატი და უბრალოდ არ დადიხარ პარლამენტში, ესეიგი, რაღაც სხვა სცენარისთვისაც ემზადები ხომ მომავალში? ამას საზოგადოებაც ხედავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – მადლობა ღმერთს, არჩევნების გაყალბებას უკვე ასობით მტკიცებულება ახლავს – გეგმა არის პროტესტი, მუდმივი და შეუჩერებელი წინააღმდეგობა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაზე: ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით