ნიკა მელია: რეალურად ბიძინა ივანიშვილი თავის თავს გვთავაზობს პრეზიდენტად

“ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა ბიძინა ივანიშვილი. ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა სალომე ზურაბიშვილი – მისი დაწერილი წიგნი, მტკიცებულებადაც გამოიყენა ლავროვმა ჩვენს წინააღმდეგ.
რეალურად ბიძინა ივანიშვილი თავის თავს გვთავაზობს პრეზიდენტად, უბრალოდ გვარ-სახელს თხოულობს სალომე ზურაბიშვილისგან.

ზურაბიშვილი აზრს არ იცვლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და გუშინ, უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის რანგშიც გაიმეორა რომ „საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების“.
ნებისმიერს აქვს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი და ხმა იმას მისცეს, ვისაც უნდა, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემით ხმას აძლევს ოკუპანტს და შეურაცხყოფს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნას.
ზურაბიშვილი საქართველოს მთავარსარდლად – ღალატია ყველა იმ ჯარისკაცის, ვისაც საქართველოსთვის ოდესმე უბრძოლია-აცხადებს ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისიის წევრები დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ პირებს გამოკითხავენ
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი- იმის თქმა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, არის ოკუპაციის გაპრავება