ნიკა მელია „ქართული ოცნების“ პირისპირ – იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის სესიას, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრებიან.

ნიკა მელია „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება. ოპოზიციის წევრების თქმით, ეს თავად ნიკა მელიას სურვილი იყო.

“სიმბოლურია, რომ ნიკა მელია პირისპირ იქნება ‘;ქართული ოცნების“ დეპუტაციასთან საბრლადებო სკამზე, მიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური სასმართლო, რომლის წინა სასამართლო პროცესი ვიცილეთ კომიტეტზე, სადაც კონკრეტულ მტკიცებულებებს ვითხოვდით. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ აინტერესებთ მტკიცებულებები, რადგან როგორც გავიგეთ, ივანიშვილს უთქვამს, რომ თუ არ მისცემენ ხმას, ან არ გამოცხადებიან ამ დარბაზში, ისინი წავლენ პარლამენტიდან. ეს არის სერგეი გავრილოვის დაკვეთა,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ საზოგადოების მოთხოვნები, რომელთა შორის შს მინისტრის გადადგომაა, ხელისუფლება ცდილობს, რომ გადაფაროს.

„ყველაფერი გააკეთეს, პარლამენტში რომ ემსჯელათ, ჭიშკართან რაღაც ჩოჩქოლი იყო, რა შუაშია, როგორც არ უნდა ყოფილიყო მდგოამრეობა ჭიშკართან, ეს არ ამართლებს იმ ველურობას შს მინისტრის ქვემდებარე უწყების თანამშრომელთა სრულ სიმხეცეზე,“ – აღნიშნა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაჩქარობენ, ოთახიდან ოთახში დარბიან… დამთავრდება სხდომა და რამდენიმე წუთში დაინიშნება სასამართლო – ნიკა მელია