ნიკა მელია – „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეიტინგული გიორგი გახარია იყო

ყველაზე რეიტინგული, თუ ვინმეს ჰქონდა ელექტროლარული ღირებულება „ქართულ ოცნებაში“, ეს იყო ბატონი გახარია, მიუხედავად ჩემი აბსოლუტური მიუღებლობისა მისდამი და იგივე იყო მისი მხრიდან ჩემ მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია პოპულარობით სარგებლობდა.

„ადამიანი მართლაც სარგებლობდა პოპულარობით. ვინ არიან, ანრი ოხანაშვილია და კობახიძე „ქართულ ოცნებაში“, ესენი დარჩნენ, მეტი აღარავინ არ არის. გახარია გამოვიდა, ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, იმის გაკეთება, რასაც თქვენ აკეთებთ, არ შეიძლებაო. თქვენ რომ გინდათ ნიკა მელიას დაჭერა, სწორი არ არისო. წავედი, ქუდი უნდა დავიხურო, თავში ქვა გიხლიათო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში55 ათასი ლაიქი, 2 ათასზე მეტი გაზიარება და 6 ათასამდე კომენტარი – გახარიას სელფი თანამშრომლებთან რეკორდს ხსნის
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას