ნიკა მელია – პლებისციტზე მე პირადად წავიდოდი

„პლებისციტზე, მე პირადად, თუ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან გადასაწყვეტი კომრომისი, წავიდოდი“, – ამის შესახებ „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პლებისციტი ცალკე უნდა ჩატარდეს და არა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად.

„ამ დონის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში როდესაც მოვექეცით, ოპოზიცია უნდა ვპოზიციონირდეთ, როგორც მომავალი ხელისუფლება და აქედანვე უნდა დაგვინახოს დემოკრატიულმა ცივილიზებულმა სამყარომ, ვინ ვართ.
ამიტომ, რაღაც კომპრომისზე წასვლა რომ მოუწიოს ოპოზიციას, თუ გონივრული კომპრომისია, საღი აზრის ფარგლებში არის, ეს ბუნებრივია. მე თუ მკითხავთ, გულახდილად ვიტყვი, პლებისციტი, ოღონდ არა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ცალკე პლებისციტი. პლებისციტზე, მე პირადად, თუ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან გადასაწყვეტი კომრომისი, წავიდოდი, ოღონდ არა, მაგალითად, ადგილობრივ არჩევნებზე. ჩატარდეს, რა უჭირს, ივნისის თვეში რომ ჩატარდეს პლებისციტი, რამე დაშავდება? ივნისის თვეში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა არაჩვეულებრივად 2015 წელს“, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: სახელმწიფოს იმიტაციაც აღარ გვაქვს
შემდეგი სტატიამელია: კომპრომისი პატიმარზე არ უნდა იყოს, გირაოს გადახდა გამორიცხულია