ნიკა მელია: პირველივე ტურში გავიმარჯვებ გლდანში

ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას შეძლებს.

როგორც მელიამ გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” აღნიშნა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე შეთანხმდა.

“აბსოლუტურად თავდაჯერებული ვარ გამარჯვების თვალსაზრისით. პირველივე ტურში გავიმარჯვებ გლდანში. გპირდებით, რომ პირველ ტურში, გლდანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს. როდესაც მხარს გიჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა ყველა პარტიის მიმართ ხარ ანგარიშვალდებული. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ოლიგარქი ამ ქვეყანას არ უნდა იყოს მომჯდარი და ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს, მომავალი არ უნდა წაართვას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშივაკის მაჟორიტარული ოლქი – რეიტინგები – Edison Research
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი