ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 10 მაისს მიიღო.

აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა თავისი ერთერთი ფონდის, EED-ის დახმარებით წინასწარ გამოყო ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით.

8 მაისს EED-მ თანხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩაურიცხა, ხოლო საიამ კი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი ოდესის პორტში შევიდა
შემდეგი სტატიამელია პარლამენტში შესვლაზე: კოლეგებს უნდა დაველაპარაკო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება