ნიკა მელია – პარტნიორებს შორის კრიტიკა მისაღებია და აქ ინტრიგის მოძებნა არასასურველია
სხვა სტატიები
თავდასხმა ერთია და კრიტიკა მეორე, საგნობრივი კრიტიკა პრობლემა არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ელჩების მისამართით გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშრებით აღნიშნა.
მისივე თქმით, პარტნიორებს შორის კრიტიკა მისაღებია და აქ ინტრიგის მოძებნა არასასურველია.
„კრიტიკული განცხადებები და საგნობრივი კრიტიკა არ არის პრობლემა. თავდასხმა ერთია და კრიტიკა მეორეა. პარტნიორებს შორის ურთიერთკრიტიკა მისაღებია აქ პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან და ქვეყნის განვითარებასთან, იქ არაერთი პოზიციაა. ბუნებრივია, ნაწილი ვეთანხმებით ამა თუ იმ პოზიციას და ნაწილს მიგვაჩნია, რომ მცდარია ერთი ან ორი მოსაზრება. ასე რომ, აქ ინტრიგის მოძებნა და ძიება ჩემი აზრით, უბრალოდ არასასურველიც კია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.