ნიკა მელია: პარლამენტს ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, პარლამენტის მანდატების დატოვების საკითხი დახურულია.

მისივე თქმით, პარლამენტს ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს, თუმცა დღეის მდგომარეობით, საკითხი მისთვის უმნიშვნელოა.

„​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ, თუ ზეგ. ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. ამ წუთის მდგომარებით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში, ჩემთვის ეს საკითხი არის დახურული, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს. მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, ჩემთვის უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ? ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – ოპოზიციას ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს, დააყენონ მერის იმპიჩმენტის საკითხი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას