ნიკა მელია პაატა იმნაძეს- როცა გარკვეულ ეტაპზე თავს არიდებ სიმართლის თქმას და ანგარიშს უწევ კონიუქტურას, შედეგად იღებ უარეს ვითარებას

ნიკა მელია

დღეს მოვისმინეთ პაატა იმნაძის უმწვავესი გამოსვლა, ცხადად და გარკვევით გვითხრა რა კოშმარი გველის, თუ არ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს.

კარგი იქნებოდა თავიდანვე ასე მკაფიოდ და მწვავედ ესაუბრა და გზადაგზა ხარკი არ ეხადა გავლენიანი ინსტიტუტისთვის და არ ელაპარაკა მორწმუნეთა დევნაზე, სტიგმაზე და ა.შ.

როცა გარკვეულ ეტაპზე თავს არიდებ სიმართლის თქმას და ანგარიშს უწევ კონიუქტურას, შედეგად იღებ უარეს ვითარებას – მივიღეთ კიდევაც.

ბატონ იმნაძეს, ცერცვაძეს, ქალბატონ ეზუგბაიას რომ თუნდაც ის თანმიმდევრულობა გამოეჩინათ, რასაც ჩემი დაკვირვებით იჩენს ბატონი ამირან გამყრელიძე, დღეს ასეთი მძიმე, დრამატულ ვითარებამდე არ მოვიდოდით

ყველა ექიმმა იცის, რომ ხალხმრავლობა ამ ვითარებაში დამღუპველია, მაგრამ ყველა ექიმი, ხელისუფლების ხათრით, არ ამბობს ამას და ესეც დიდი პრობლემაა.

აი, ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიიდანაც ხმას საერთოდ რომ არ იღებს – ამაზე ამ პოსტში აღარ დავწერ-წერს ნიკა მელია “ფეისბუქის” საკუტარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე
შემდეგი სტატიაქუთაისში გამოკვლეული კიდევ 18 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა