ნიკა მელია: პაატა იმნაძე არის უბნის უფროსი

პაატა იმნაძე არის „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორი, უბნის უფროსი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ხელფასი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იმნაძე, გამყრელიძე და ცერცვაძე „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ. ეს ადამიანები დღეს ნდობით აღარ სარგებლობენ. აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ხალხი დაუჯერებდა. ვიღას სჯერა დღეს მათი? არჩევნებამდე ღია ცის ქვეშ არანაირი თავყრილობები არ იმართებოდა. ჯერ ერთი, ნაკლებია წყარო ინფიცირების ღია ცის ქვეშ. მაშინ მეტროსადგურებში რა ხდებოდა, დღესაც რა ხდება. მაშინ არ სჭირდებოდა ამას რეაგირება? მაგრამ პაატა იმნაძე არის, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორი, უბნის უფროსი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ხელფასი“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კულუმბეგოვი – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე; ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ
შემდეგი სტატიაალექსანდრე გოგინავა – ძალიან გაჭირდება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება