ნიკა მელია: ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში

„ვფიქრობ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ იწვევს გაკვირვებას, უბრალოდ, მათი ფონი იმდენად მძიმე არის, რომ შესაძლოა, უფრო მძაფრად ჩანს ის სიგიჟე, რომელიც შესაძლებელია სჭირდეს ადამიანს ჯანსაღ გონებაში. აი, ეს კი ნამდვილად შეიძლება იყოს სიახლე. დააკვირდით ძვირფასო თანამოქალაქეებო ბატონი კობახიძის რიტორიკას, მის ზღვარგადასულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და გადაწყვეტილების მიღება არავის არ გაურთულდება. ეს სიბოროტე, სივარაგე უნდა დამარცხდეს. ადამაინს, რომელიც რასაც საუბრობს თავადაც არ სჯერა, მეტიც, წარმოდგენაც არაა აქვს, რასაც დაუწერენ იმას კითხულობს. ამიტომ ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში, მათ შორის ბატონი კობახიძისთვის, რომ აღარ იყოს ეს ადამიანი ვალდებული, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენოს შეურაცხყოფა და აღარ ჩაატაროს ხელისუფლების რიგებიდან ასეთი სამარცხვინო ბრიფინგები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატია“ლელო საქართველოსთვის“ მედიაზე მორიგ თავდასხმას გმობს!