ნიკა მელია ,,ოცნების” წევრებს-მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება

გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში ხვდება.შეხგედრსის ფარგლებში ,შეკრებილ მოსახლეობას ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ, მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„28 ოქტომბერს უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. იცით რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ის ღალატობს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ მან აფხაზეთი განგრენად გამოაცხადა და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა არ დაუშვებს მთავარსარდლად იმ ადამიანს, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ამჟამინდელი მთავრობა მმართველობაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას ცდილობს.

ნიკა მელია საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მან ასევე ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ.

„რაც შეიძლება, მალე დატოვეთ ქართული ოცნების რიგები და შემოუერთდით ხალხს, იმ ხალხს, რომელიც თავისით დადის, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრებზე… მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება, გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმესაზღვრეებმა სოფელ ოკამიდან ორი მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაადგილობრივების ინფორმაციით, ოკამში მცხოვრები ორი მამაკაცი შეშის შესაგროვებლად იყო წასული, რა დროსაც ისინი ე.წ.მესაზღვრეებმა გაიტაცეს