ნიკა მელია – მურუსიძე, ჩინჩალაძე, თუ თქვენი და ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ეს ერთგვარი რეფერენდუმია

არადამაჯერებლია არგუმენტი, თითქოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში და ამიტომ ვერ დავუჭერდი მხარს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მომწონს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არის ისტორიული შანსი, რომელის გამოყენებაც უნდა მოხდეს, კანონპროექტი უნდა დამტკიცდეს, რათა მეტასთაზირების პროცესი დროებით შეჩერდეს.

„რატომღაც ცხრა წლის განმავლობაში იყვნენ ჯალათები და ძალიან ცუდ რაღაცეებს სჩადიოდნენ და ამ ექვსი წლის განმავლობაში არ სჩადიოდნენ? ვინმეს სჯერა ამის? არა, რა თქმა უნდა. მას შემდეგ, რაც არჩევნებში გაიმარჯვეთ ივანიშვილმა მურუსიძე საკუთარ სასახლეში მიიღე და ხელი ჩამოართვა, დაიწყო ის რაც დაიწყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ. მერწმუნეთ, როგორც თქვენ გჩვევიათ ხოლმე, ბევრისთვის წამოგიძახებიათ, რას აკეთებდი შენ, როდესაც ხელისუფლებაში იყავიო, დამერწმუნეთ ყველანი ხართ განწირული მსგავსი წამოძახებისთვის მომავალში, თითოეული თქვენგანი, ვინც მხარს არ დაუჭერთ ამ კანონპროექტს. მე მართლა დავინტერესდები ვინ არ დაუჭირეთ მხარი ამ კანონპროექტს, რომ საერთოდ განიარაღდეთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებით, რომელსაც ჰქვია ცხრა წლიანი ნარატივი. საუბარი იმაზე, რომ მოსამართლეების უვადოდ განწესებას თუ ახლა ავკრძალავთ, სამართლიანი სასამართლოს განხორციელება საფრთხის ქვეშ დგება, მიუღებელია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, საუბარი, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლე უფრო დამოუკიდებელი იქნება მიუღებელია, რადგან უვადოდ უკვე დანიშნულია მურუსიძე, რომელიც კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა.

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ ცუდიდან პირდაპირ უარესში არ გადავვარდეთ და შევაჩეროთ ეს მანკიერი პროცესი. მთელი ქვეყანა დავინახავთ, რამდენად მზად ხართ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ერთ ძალიან მდიდარ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ მართვის სადავეებთანაა. ერთგვარი რეფერენდუმია – მურუსიძე, ჩინჩალაძე თუ თქვენი და ჩვენი შვილები, შვილიშვილები. ხვალ რომ შეგვეძინოს შვილები და შვილიშვილები, 30 წლის შემდეგ მურუსიძე ისევ იქ იქნება, ჩინჩალაძეც, ეს ფაქტია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი და დღესვე დავტოვებ პარლამენტს – გოგიჩაიშვილი
შემდეგი სტატია,, სიმბოლურია, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 98 წლის თავზე, სერიოზულად ვმსჯელობთ კანონზე, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას”