ნიკა მელია: მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერასდროს მივა პაპუაშვილი

„როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია. ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, რათა იძულებულები გახდნენ, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. მანამდე ვარყიოთ, ვარყიოთ, ვარყიოთ, მოძრაობა ცვლილებებისთვის“, – აღნიშნა მელიამ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროცესებს, მელიამ განმარტა, რომ „ეს არ არის პარლამენტი, არამედ ეს არის სანოტარო ბიურო“.

„პარლამენტში შესული ხალხი არ ასახავდა და არც მომავალში აპირებს ასახოს ქართველი ხალხის ინტერესი. რაც შიგნით და გარეთ ხდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლებას. ეს არის მიზანია. როდის იქნება ეს? – ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა. ეს ხალხი არც აპირებს პრეტენზია ჰქონდეთ განვითარებულ სახელმწიფოზე, მრავალფეროვნებაზე, ევროპულობასა და კოალიციურ მმართველობაზე“, – აღნიშნა მელიამ.

ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე“ ოპოზიციის მხრიდან და ვნახავთ, „შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი”.

„მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერასდროს მივა პაპუაშვილი. მეორე – თუ აუცილებელია კიდევ დაწერა, დაიწერება განცხადებები“,- აღნიშნა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიცუცქირიძე: დღეიდან ეს იქნება უკვე თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას
შემდეგი სტატიამენაბდე: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო