(video) ნიკა მელია: ამ მთავრობას ხელისუფლებაშიც მალე ვეღარ ვნახავთ

15240276_1827982780820054_544995892_n-1ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მთავრობის, ეკონომიკური გუნდის მიერ წარდგენილი გეგმა მიუღებელია, მეტიც საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ წარდგენილი ინიციატივები ქვეყანას უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს.

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნების მთავრობა იმხელა ჩიხში მოექცა, რომ მიხვდნენ, რომ რაღაც ინიციატივით უნდა გამოსულიყვნენ. მოიფიქრეს იმდენად უგუნური წინადადებები, რომელიც ეკონომიკას ჩამოაქცევს და ამ მთავრობას ხელისუფლებაშიც მალე ვეღარ ვნახავთ.

“მე მაქვს კრედიტი აღებული დოლარში და ბატონები ახლა მეუბნებიან, რომ ჩემი კრედიტი, რომელიც ლარში გადავა და სხვაობა რაც იქნება, მთავრობამ ბიუჯეტიდან უნდა დაფაროს. ანუ უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი, მე, ნიკა მელიას გადამიხდის ჩემ კრედიტს. ეს არის წარმოუდგენელი. თუ მართლაც საზოგადოებაზე ზრუნავენ, იმ ფენებს რას ეუბნებიან, ვისაც აქვს ლომბარდებთან და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა? ეს არის წყალწაღებული მთავრობის განცხადება. იმ ტოტზე, რომელზეც დასხდნენ, ოპოზიცია არ დასჭირდებათ მათ, ისე ჩამოტეხავენ ამ ტოტს თავად,” – განაცხადა მელიამ.

 

https://youtu.be/w_KQ3K9ll7w

 

banner
წინა სტატიაშიჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე, ამ სტრატეგიული ინტერესის საწინააღმდეგო ნაბიჯს პარლამენტი არ გადადგამს
შემდეგი სტატიასაავადმყოფოს დირექტორის დაკავება