ნიკა მელია – მონებო, ვერ გამასამართლებთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის კომიტეტების მიერ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართვის მხარდაჭერას ეხმიანება.

მელიას განცხადებით, დღეს “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს ყველა დამონებული ჰყავს.

“ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, მურუსიძე, ესენი არიან, არასდროს ვიყენებდი ამ ფრაზას – არიან უსიტყვო მორჩილებაში. ახლაუნდა ვთქვა, ესენი არიან – მონები. მონებო ვერ გამასამართლევბთ. მონა ვერ გასამართლებს ვერცერთ ღირსეულ საქართველოს მოქალაქეს. ივანიშვილის მარიონეტები ვერ დამიჭერენ. მეტიც, გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ. ივანიშვილი სხვისი მონაა. აი, ესე მატრიოშკაში ხართ: მონა, მერე პატარა მონა, მერე უფრო პატარა, ვერ გამასამართლებთ”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი მელიას გირაოზე – არანაირი თანხა არ არის ჩარიცხული
შემდეგი სტატიაოხანაშვილი – მელია, გავრილოვი და ენმ არის ერთი მედლის ორი მხარე