ნიკა მელია: მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ პარლამენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში პარლამენტში მუშაობა უინტერესოა.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ტოვებს დეპუტატის მანდატს და იბრძოლებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკური პერიპეტიები თბილისის საკრებულოში გადაინაცვლებს:

„მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ხაზი გადის იმ ქალაქში სადაც, ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს, თბილისის საკრებულო იქნება ის ადგილი, სადაც პოლიტიკური პერიპეტიები გადაინაცვლებს და არა ის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არაფრისმომცემი და უინტერესოა, დეპუტატები მხოლოდ სიარულისთვის დადიან, საკონსტიტუციო უმრვალესობის პირობებში, ვერავინ ვერაფერს აკეთებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიაეროპორტის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება – ციანიდი იყო
შემდეგი სტატია(ვიდეო)თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი გადააგო