ნიკა მელია: მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება შეკერილი საქმეების განახლებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, შემთხვევითი არ არის ის, რომ მისი და რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესები განაახლეს.

მელიას განცხადებით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება შეკერილი საქმეების განახლებაზე, თუმცა მისივე განმარტებით, იმ ფიგურანტებს, ვისაც სასამართლო პროცესები ეხება, დაკავების არ ეშინიათ.

ნიკა მელიას შეფასებით, ეს არის ვაჭრობის პროცესის გახსნა, რაც ხდება იმ ფონზე, როცა ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ელჩების პოზიციას ელოდება.

„როდესაც მესამე რაუნდამდე ამ პროცესს ხსნის რეჟიმი, ხელისუფლება, მაშინ, როდესაც ელჩების მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მინიმუმ ვფიქრობ, პირადად ასეთი მოლოდინი მაქვს, რაღაც პოზიცია უნდა დააფიქსიროს გნებავთ აშშ-ის, გნებავთ ევროკავშირის ელჩმა.

დღეს რომ არ გაგვეგო, რომ სასამართლოში დაბარებების პროცესი გახსნეს, ისედაც მაქვს მოლოდინი, რომ სტრატეგიული სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ელჩების სახით ჩვენს ქვეყანაში შავზე თეთრი არ თქვან, ვინც არ უნდა იყოს.

თუ ჩვენ ვხედავთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მთელი არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ოპოზიცური პარტიები, და რაც მთავარია ხალხი, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, თუ ვხედავთ, ქვეყანა იმართება ერთპიროვნულად არაფორმალური მმართველის მიერ, ის, რომ დრო და დრო თავისუფალი მედია იდევნება, ადამიანები ტყვეობაში აჰყავთ, შემდეგ გევაჭრებიან, ეს ყველაფერი თუ არ არის დანახული ნებისმიერი ელჩის მხრიდან, ის მეუბნება, რომ ეს ასე არ ხდება, მემგონი, მე უბრალოდ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო ჩემი ქვეყნის მიმართ ასეთი ელჩის გულწრფელ ქომაგობაში.

ნებისმიერი ელჩი, თუ არ ცდილობს, რომ დასავლური დემოკრატიის ფასეულობები და ღირებულებები დაიცვას, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა იყოს უზრუნველყოფილი, არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს ოლიგარქიული მორევიდან, მაშინ რანაირი მოკავშირე ხარ შენ ჩემი? რუსეთის საელჩო რომ არსებობდეს ჩვენთან ქვეყანაში და რუსეთის ელჩს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე აწყობდეს თქვას, რომ რა სისულელეა, რა ოლიგარქი, არ ჩატარდა არჩევნები? როგორ არ ჩატარდა, იქ რაღაცა დამკვირვებლებმა ხომ დაწერეს დასკვნა, რომ ნორმალურად ჩატარდა. მაშინ, მაპატიეთ, რა განსხვავებაა? მაგდონალდსი ყველგან არის, ჩვენ დასავლური ფასეულობები გვინდა განვამტკიცოთ ამ ქვეყანაში და ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ზურგს აქცევს, ვინც არ უნდა იყოს, რა მისიითაც არ უნდა იყოს, მის გულწრფელობაში, ძალიან რბილად ვაფასებ, მე შემაქვს სერიოზული ეჭვები.

ნუთუ ვერ ხედავს ადამიანი, რომ ტყვეობაში აყვანილი პირებით გვიპირებენ ვაჭრობას, მეცნიერებით და აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და პლუს უნდადაამატონ კიდევ სამი ოთხი ადამიანი. შეუძლებელია, ეს ასე გაგრძელდეს, მე პირადად, არც პირში წყლის ჩაგუბებას არ ვაპირებ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ მისწრაფებას ცივილიზაციისკენ. რუსეთის ფედერაცია რატომ არ მოგვწონს?

იმიტომ, რომ იქაც არ ტარდება არჩევნები, იქაც ოლიგარქიული რეჟიმია, იქაც გამოცხადდა მეფედ სანამ ციოცხალი იქნება პუტინი ხომ? ამიტომ არის მიუღებელი, აბა, მოდიოდეს ცივილიზაცია, დემოკრატიული ფასეულობები რუსეთის ფედერაციიდან. მე ვფიქრობ, ამერიკის ელჩი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, და ევროკავშირის ელჩი, თუ რა გამოწვევის წინაშე დადგა, შეუძლებელია, აქ არასწორი პოზიციის დაფიქსირება ღალატია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებისა, რადგან წყალი უდგება ამ ისტორიულ პროცესს იმიტომ, რომ მე როგორ დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი იმაში, რაშიც აქამდე ვარწმუნებდი, როგორ ვუთხრა, რომ აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში დიახაც არის დემოკრატიის სადარაჯოზე, როდესაც ჯერჯერობით მაკლია ის მკაფიო ხმა, რომელსაც უნდა ვიგებდე მისგან. ამით რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ესხმევა წყალი. დიახაც, მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას ვაძლირებთ აქ, რადგან როდესაც ქვეყნის, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ არჩევნები არ ჩატარდა და რომელიღაცა ქვეყნის ელჩი, რომელი სახელმწიფოც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის სტრატეგიულად და ჩვენ მათთვის, მეუბნება მე, რომ არჩევნები ჩატარდა, მაპატიეთ, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგის გამომღები იქნება, ვიდრე მავანს ჰგონია, ამიტომ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იბრძვიან არა თანამდებობებისთვის, არამედ შესაძლებლობისთვის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს.

„ოპოზიციაში, ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები ხომ არ ვიბრძვით რამე თანამდებობისთვის, ჩვენ ვიბრძვით უბრალოდ შესაძლებლობისთვის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება აქ ოდესმე შეიცვალოს და არ დავემსგავსოთ რუსეთის ფედერაციას და როდესაც აშშ-ის ელჩი ირიბად მე იმ გზაზე მაყენებს, რომ ქვეყანაში არჩევნები არასდროს არ ჩატარდეს, მე პირადად, ამ მოცემულობას ვერ შევეგუები, რადგან მე ვარ ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან და ეს მომრჩეველი არის ბევრი, მინიმუმ 500 000 მარტო „ნაციონალური-მოძრაობა ძალა ერთობაშიას“ ბლოკის.

სხვა პოლიტიკური პარტიების ჯამში არის მილიონამდე, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი. ამ ხალხს რას ვეუბნებით? ამაზე უნდა დავფიქრდეთ და ამაზე უნდა გაიმართოს გულწრფელი დიალოგი უკვე ჩვენს სტრატეგიული პარტნიორების წარმომსდგენლებთან ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიუიმედობა, გაჭირვება და უპერსპექტივობა – ეს არის ის, რაც ივანიშვილმა მოუტანა ამ ქვეყანას – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მფარველობდა