ნიკა მელია: მეგობრებთან ერთად უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებ კანონიერ ქურდებს

მეგობრებთან ერთად ვუცხადებ უკომპრომისო ბრძოლას კანონიერ ქურდებს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვის ფაქტს.

„მე ვიმყოფები გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის ერთ-ერთ შტაბთან. ეს შტაბი გახლავთ გლდანის მესამე მიკრო რაიონში, ეს არის ის მიკრორაიონი, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ ოპოზიციამ და დავამარცხეთ კობიაშვილ-კალაძე და შედეგად მოხდა ის რომ, რევანშისტულმა მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი, აქ მეტ შეფასებებში აღარ შევალ, უბრალოდ დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. ჩემი ინფორმაცით, ეს გახლავთ, რა თქმა უნდა კობიაშვილ-კალაძესთან ძალინ მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში, მას სატელეფონო საშუალებით წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. მე, პირადად მეგობრებთან ერთად ვუცხადებ უკომპრომისო ბრძოლას კანონიერ ქურდებს.

ფეხქვეშ უნდა ეწვოდეთ მიწა, როგორც ვინმე ნოდარ შუკაკიძეს, ბინძური სამყაროს წარმომადგენელს, ასევე მის ძმას ლევან შუკაკიძეს, კალაძეს და კობიაშვილს. ამ ადამიანების მეცადინეობით მოხდა იარაღის ძალადობით უბნების დარბევა 31 ოქტომბერს. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩებს, როგორც აშშ-ის ელჩს საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩს, მემგონი, ცხადზე უცხადესია, რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი-ქვა გვესროლეს, აგვაცილეს და არ დავიღუპეთ, დაგვარბიეს იარაღით და არ დავიღუპეთ, გვწვავენ და არ ვიღუპებით, მაინდამაინც უნდა შევეწიროთ? მაინცდამაინც გვამები უნდა გავიტანოთ, მათ შორის გლდანის რაიონიდან? სადაც წავასწრებ ყველა კანონიერ ქურდს და მათ დამქაშს, რომელიც შეკრულია პოლიციასთან, შევავიწროებ, იმიტომ რომ არც პოლიცია აკეთებს რამეს, თუ რამეს აკთებს ხელს აფარებს“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, „საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, მოსარიდებელია ამ ბრძოლიდან თავი, თუ ბრძოლაში ბოლომდეა შესასვლელი“.

„შეგაკვდებით, პირდაპირ გეუბნებით და საზოგადოებამ გადაწყვიტოს მოსარიდებელია ამ ბრძოლიდან თავი, თუ ამ ბრძოლაში ბოლომდეა შესასვლელი. დაველოდეთ, რა რეაგირება იქნება, პირდაპირ ხელს ვადებ კობიაშვილ-კალაძეს და ძმებ შუკაკიძეებს, რომლებმაც გადაწვეს შტაბი. ამით იძალადეს ქართველი ხალხის ნებაზე და თავისი ჭკუით შური იძიეს, მაგრამ ხალხის ნებას ვერ გააჩერებთ. არჩევანი არის თქვენზე, ჭიმავთ ზამბარას, ძალიან მწარედ მოგხვდებათ.

ერთადერთი, რაც დღეს დაადასტურა ამ რეჟიმმა, არის ის, რომ ეს რეჟიმი არის ფსკერგახვრეტილი, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ფორმალურად ხომ მეორე ტურში ვართ? და გლდანის რაიონში გაამარჯვებული კანდიდატი ვარ, შეხედეთ გვერდიდან, ბოიკოტია, მაგრამ ფორმალურად ხომ არის მეორე ტური? გამარჯვებული ხარ თუ დამარცხებული რა მნიშვნელობა აქვს, მოდიან და წვავენ, ვინ წვავს ამას? დაგისახელეთ კონკრეტული სახელი და გვარები, მათ შორის მეტიც, დევნას განვახორციელებ ამ კანონიერი ქურდების დამქაშებზე ამ რაიონში“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: “​IRI-ს ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო დარღვევების მთელი “თაიგული” – არჩევნებამდე და არჩევნების დღეს