ნიკა მელია: მან დაინახა საფრთხე ოქრუაშვილში, იგი ხედავს საფრთხეს გიგი უგულავაში

“განსაკუთრებით აქტიური ოპოზიციური ლიდერები ხელს უშლიან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებაში, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და მოდით ამ მოცემულობიდან ამოვიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ იქნებ შევეშვათ ნიშნით მოგების საუბარს – იმ დროს რა იყო, ამ დროს რა არის, თქვენ ესეთებო, თქვენ ისეთებო… დამისახელეთ რომელიმე ხელისუფლება ამ ქვეყანაში, რომლის პირობებშიც პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და პანტაპუნტით შედიან ციხეებში? ირაკლი ოქრიუაშვილი რისთვის ყავთ ციხეში, რომელიმე მომცრო მტკიცებულება მაინც არსებობს მის წინააღმდეგ? არა, იმიტომ რომ მან დაინახა საფრთხე ოქრუაშვილში, იგი ხედავს საფრთხეს გიგი უგულავაში, დიდ საფრთხეს ისევე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილში. ჩვენ გვქონდა სხვა გეგმაც, მაგრამ მისი უგულავას სურვილი იყო, რომ დიახაც, ნებით შესულიყო ციხეში. თუმცა, ჩვენ ვინც ჯერ კიდევ გარეთ ვართ, გავაათმაგებთ და გავაოცმაგებთ ბრძოლას აი, ამ რეჟიმის წინააღმდეგ ”-აცხადებს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: კურდღელი ივანიშვილი მართლა აგონიაშია
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: ის უნდა დარჩეს მარტო: ჯერ საკუთარ ზოოპარკში, მერე – კანონისა და გამწარებული ხალხის წინაშე