მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
„სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის; მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს“, – წერს ნიკა მელია.