ნიკა მელია კობახიძეზე: პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“ადამიანი რომელიც ბედავს, რეჟიმი რომელიც ბედავს სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენ საარჩევნო შეხვედრაზე, შეხვედრაც დაწყებული არ აქვთ და ამის მერე საჯარო სივრცეში გამოდიან და საუბრობენ თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია, თითქოს ჩვენ დავჭერით სასიკვდილოთ ხანჯლებით და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში 3 დღის წინ, ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლობლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს როგორც არის მიჩვეული.

როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის”, – თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 24 სექტემბერს იხსნება
შემდეგი სტატიაკობახიძე ჟურნალისტებს: სად არის დიპლომატიური სკანდალი?!