ნიკა მელია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლაშა გოგია „ნაცმოძრაობის“ წევრი და კუდ-ის თანამშრომელი იყო

ზუგდიდში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

„ეს არის სრული ფალსიფიკაცია. ეს მოწმობები ყალბია და დეზინფორმაციის მიზნით სპეციალურად განთავსდა სოციალურ ქსელში და შემდგომ მედიასაშუალებებმა აიტაცეს. ამ სიყალბეს ვპასუხობთ – ლაშა გოგია „ნაცმოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა და პირველივე დღიდან იდგა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა.“ ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გააკეთა.თალაკვაძის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერის ნიკა მელიას მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ოცნების“წევრებისაგან პრეტენზიას ვერ მივიღებს, რადგან „ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია წლების განმავლობაში კუდ-ის თანამშრომელი იყო და მის მიმართ ყველანაირი პრეტენზია არსებობს.ბატონებო, ლაშა გოგია დღესაც ოფიციალურად „ნაცმოძრაობის“ წევრია,“ – აღნიშნა მელიამ.

https://youtu.be/1fJKjKpB-lE

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო ჟურნალ ,,ზუგდიდელებში” 2006 წელს გამოქვეყნებული ინტერვიუ ლაშა გოგიასთან ,რომელიც “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა კახა მიქაიამ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა,სადაც გოგია შავით თეთრზე წერს და აღიარებს, რომ 2004 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობის”წევრია!

შეგახსენებთ, ინფორმაცია ლაშა გოგიას წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ წევრად ყოფნის შესახებ პირველად საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“ გაავრცელა და მიმართა „ნაცმოძრაობას“ იმის გასარკვევად, არის თუ არა გოგია დღესაც აღნიშნული პარტიის წევრი. ყოფილ მმართელ გუნდში დაგვიდასტურეს, რომ გოგია დღესაც  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

banner
წინა სტატიაშიქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის საკითხებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაკირკუკში დაღვრილი სისხლი და რეგიონში ახალი კონფლიქტის საფრთხე