ნიკა მელია: ყველა დეპუტატი გამურულ ქვაბში ამოიხარშება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ დღეს, საქართველოს მე–10 მოწვევის პარლამენტის ერთპარტიული სხდომით ახალი ეტაპი დაიწყო და ოპოზიცია ბოიკოტს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ელჩების ფასილიტატორობით მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა პროტესტს გააგრძელებენ.

“სანამ საჭიროება იქნება, უფრო მკაფიო მოთხოვნით მიიღებს მოლაპარაკებებში ოპოზიცია მონაწილეობას – ახალი არჩევნებით. ერთი კაცის პარლამენტი ხომ ვნახეთ, დაიწყო ახალი ეტაპი ბრძოლის. არ ვაპირებთ მოლაპარაკებებზე უარის თქმას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიკედლებით ელჩების რეზიდენციაში, შეიძლება ეს იყოს უკანასკნელი რაუნდი. ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაგრძელდება, საჭირო იქნება ქუჩის მექანიზმიც ამუშავდება, იმ სიმძლავრით როგორსაც ჩავთვლით საჭიროდ, მრავალი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე გამოჩნდება, რომ ათი ათასობით ქართველი ხალხი გამოჩნდეს ქუჩაში, ყველა ეს დეპუტატი ვინც შესულია ერთი კაცის პარლამენტში, ერთ გამურულ პოლიტიკურ ქვაბში ამოიხარშება” – ამბობს ენმ–ს ლიდერი ნიკა მელია.

“ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიულ პარლამენტში ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო და პარლამენტმა მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატების უფლებამოსილება სცნო, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.

banner
წინა სტატიაში„სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – დღეს უკვე დადასტურდა, რომ ხმის პარალელური დათვლა და ცესკო-ს მონაცემები ზუსტ თანხვედრაშია ერთმანეთთან