ნიკა მელია კახა კალაძეს ღია დებატებში იწვევს

“კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნლოვანი ეტაპი გახდება.ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ.”-ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელიას თქმით, ის კახა კალაძეს ღია დებატებს სთავაზობს.

“ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა.

ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში – არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში – პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!”-წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ოქტომბრისთვის
შემდეგი სტატიაგვარამია სააკაშვილზე: ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება