ნიკა მელია: ივანიშვილო, რამდენჯერაც არ უნდა გვესროლო, მაინც მოგიგებთ არჩევნებს

ნიკა მელია

”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის უფროსი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მისი პარტია ბიძინა ივანიშვილის გუნდს სახლში გაისტუმრებს.

როგორც მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ივანიშვილის რძოლა განწირულია.

“ბიძინა ივანიშვილო, რამდენჯერაც არ უნდა დაგვაგდო, გვაფორთხიალო, დაგვიჭირო, რამდენიც არ უნდა გვესროლო, აგვაფეთქო, მაინც მოგიგებთ არჩევნებს 8 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილო – რამდენი ხელიც არ უნდა მოგვიქნიო, რამდენი ხელიც არ უნდა დაგვარტყა, რამდენჯერაც არ უნდა დაგვაგდო, რამდენჯერაც არ უნდა გვაფორთხიალო, რამდენიც არ უნდა დაგვიჭირო, რამდენიც არ უნდა გვესროლო, რამდენიც არ უნდა აგვაფეთქო, მაინც მოგიგებთ არჩევნებს 8 ოქტომბერს, დილის 08:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: თუ კითხვას ვსვამთ, ვის ინტერესებშია არეულობა, სამწუხაროდ, არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში
შემდეგი სტატია(+ფოტო) მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ვარდების რევოლუცია 2